|
2023-09-15 10:51:15, 775 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინმა რუსეთში სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომსომოლსკი-ონ-ამურის საავიაციო ქარხანა დაათვალიერა
რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით მყოფი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ კომსომოლსკი-ონ-ამურში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი საავიაციო ქარხანა დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თან ახლდა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი. კიმ ჩენ ინს რეგიონის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები ქალაქის რკინიგზის სადგურზე, წითელ ხალიჩაზე დახვდნენ, შემდეგ კი, გადაიყვანეს საავიაციო ქარხანაში, რომელსაც საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელი ეწოდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი "სუ-35"-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის საჩვენებელ ფრენასაც დაესწრო. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი 11 სექტემბერს, დილით გადაკვეთა. ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)