|
2023-09-14 14:06:09, 744 ნახვა
მსოფლიო
NATO ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს
NATO ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ბაზას ააშენებს. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, ტოდორ ტაგარევმა განაცხადა. ტაგარევის თქმით, პროექტი ბულგარეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მშენებლობისთვის საჭირო თანხების ნაწილს კი, NATO უზრუნველყოფს. "აუცილებელი ინფრასტრუქტურის, როგორიც არის ყაზარმები, ტექნიკის შესანახი შენობები და საგზაო ქსელი, მშენებლობა 55 მილიონი დოლარი დაჯდება. საბოლოოდ მივიღებთ მცირე ზომის სამხედრო ქალაქს. სამხედრო ბაზის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება",- განაცხადა ტოდორ ტაგარევმა. მისი თქმით, სამხედრო ბაზის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ხალხს არაფერი აწუხებს, ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობით რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობები არსებობს“,- აღნიშნა ტაგარევმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)