|
2023-09-14 11:35:07, 1036 ნახვა
მსოფლიო
გუტერეშის განცხადებით, ერდოღანთან, ზელენსკისა და ლავროვთან „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის საკითხზე შეხვედრას გამართავს
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის განცხადებით, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიიღებს და მათთან "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივასა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე იმსჯელებს. გუტერიშის თქმით, მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს. "იმაზე საუბარს, ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვაპირებ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კვლავინდებურად მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ "შავი ზღვის მარცვლეულის" ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას რუსული აგროპროდუქციის და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისთვის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში",- განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)