08:15 - 01 May, 2026
|
2023-09-13 18:29:59, 850 ნახვა
მსოფლიო
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 56-მდე ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად 56-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 37 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ცხრასართულიან კორპუსში ღამით გაჩნდა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობდა. როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავის გადასარჩენად ფანჯრებიდან გადახტნენ. პოლიციამ დააკავა შენობის მფლობელი, ნგიმ კუანგ მინი, რომელსაც ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევაში ედება ბრალი. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)