|
2023-09-13 17:24:29, 987 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა
ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს. მედიის ცნობით, შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ოფისის ხელმძღვანელმა, მაიკლ გეგერმა წარადგინა. როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე უცნობია, საუბარია შეზღუდვების 2023 წლის ბოლომდე გახანგრძლივებაზე თუ უფრო მოკლე ვადით. ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 12 სექტემბერს პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებდა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა გაეხანგრძლივებინა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება. ამასთან, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, კიევი არ არის მზად, პოლონეთის იმპორტის აკრძალვას შეეგუოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)