|
2023-09-13 10:27:01, 777 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი თურქეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, კლევერლის ვიზიტი 13-14 სექტემბერს გაიმართება. „13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. თურქული მედიის ცნობით, ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება, სადაც საუბარი უკრაინაში ომს და "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას" შეეხება. „მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, "მარცვლეულის ინიციატივისა" და NATO-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“,- წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)