09:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 19:32:59, 878 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს

უკრაინა პოლონეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების შემთხვევაში, ზარალის კომპენსაციისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟისთვის მიმართვას აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შმიგალი აღნიშნავს, ომისა და რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირების მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას იცავს.

„ჩვენ არ გვაქვს და არ გვქონია პოლონელი ფერმერებისთვის ზიანის მიყენების განზრახვა. ძალიან ვაფასებთ პოლონელი ხალხისა და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას, თუმცა სავაჭრო კანონის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება, მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, - წერს დენის შმიგალი.

ცნობისთვის, 11 სექტემბერს, პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი დაბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ ევროკომისია ემბარგოს არ გაახანგრძლივებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics