|
2023-09-12 13:28:21, 692 ნახვა
მსოფლიო
მორავეცკი - ვარშავა არ დაუშვებს, რომ პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს
ვარშავა არ დაუშვებს, რომ პოლონეთი უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც უკრაინას სჭირდებოდა დახმარება, პოლონეთმა მათ „საკუთარი გულებისა და სახლების კარი გაუღო“. „პოლონეთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ბრიუსელის გადაწყვეტილება, ჩვენ არ გავხსნით საზღვრებს“,- განაცხადა მორავეცკიმ. მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები დაცული იქნება. "ჩვენ ვეუბნებით არას პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას და მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე",- დასძინა მორავეცკიმ. ცნობისთვის, 15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების იმპორტი აკრძალა. აღსანიშნავია ასევე, რომ პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ევროკომისიას მოუწოდებს, გაახანგრძლივოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის ვადაც 15 სექტემბერს იწურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)