|
2023-09-12 11:53:19, 711 ნახვა
მსოფლიო
მილერი - აშშ უყოყმანოდ დააწესებს ახალ სანქციებს, თუ პუტინი და კიმ ჩენ ინი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან
უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდებიან,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება. „მინდა შევახსენოთ ორივე მხარეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა იქნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებდით სანქციებს პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის ომს, გავაგრძელებთ მათ გამოყენებას და უყოყმანოდ დავაწესებთ ახალ სანქციებს, თუ საჭირო იქნება“,- განაცხადა მილერმა. მისივე თქმით, პუტინს სამხედრო ძალისხმევის მდგრადობაში პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს. „ვფიქრობ, არ არსებობს უკეთესი მტკიცებულება, ვიდრე ახლა, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ, მან არამხოლოდ წარუმატებლობა განიცადა ბრძოლის ველზე დასახული მიზნების მიღწევაში, არამედ ხედავთ, თუ როგორ მიემგზავრება ქვეყნის ბოლოში კიმ ჩენ ინისთვის სამხედრო დახმარების სათხოვნელად. ფაქტი, რომ ეს „დიდი ოცეულის“ შემდეგ ხდება, სადაც პრეზიდენტ პუტინს ვერსად ნახავდით, ვფიქრობ, დიდწილად მისი საერთაშორისოდ განდევნილის სტატუსია, რომელიც მან საკუთარი ქმედებებით განაპირობა. ეს ნიშნავს, რომ მას სამხედრო ძალისხმევის მდგრადობაში პრობლემები აქვს და დახმარებას ჩრდილოეთ კორეისგან ეძებს“,- დასძინა მილერმა. ცნობისთვის, იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში უკვე ჩავიდა. მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)