|
2023-09-12 10:48:13, 708 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ უპრეცედენტო ისტორიულ დონეს მიაღწია
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "უპრეცედენტო ისტორიულ დონეს" მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტოები TASS-ი და RIA ავრცელებენ. TASS-ის ცნობით, პუტინმა, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჟან გუოკინს შეხვდა, თქვა, რომ მას და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს "მეგობრული პირადი და საქმიანი ურთიერთობები აქვთ". "ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას",- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა "ძალიან მაღალ" დონეზეა. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რაც მიღწეულია პოლიტიკურ სფეროში“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ შედეგი „კარგზე მეტია, ის შესანიშნავია“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)