09:20 - 01 May, 2026
|
2023-09-11 21:47:44, 791 ნახვა
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე - ალიანსი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს
ალიანსი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა. მისივე თქმით, რუმინეთისთვის არანაირი რისკი არ არსებობს, რომ იგი რუსეთთან კონფლიქტში იქნება ჩათრეული ან რომ კონფლიქტი რუმინეთშიც გავრცელდება. „არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას აპირებს, იქნება ეს რუმინეთი თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო. ეს ალიანსის სიძლიერის შედეგია. ჩვენ ვართ შეკავების პირველი ელემენტი“, - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)