09:20 - 01 May, 2026
|
2023-09-11 21:14:50, 752 ნახვა
მსოფლიო
მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 500-მდე გაიზარდა
მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2497-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ 2 476-ს მიაღწია. როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ცნობისთვის, მაროკოში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)