|
2023-09-11 16:23:40, 686 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას აანონსებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-დელიში „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხზე რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანმა მხარეებს მოუწოდა, არ მოახდინოს რუსეთის „მარგინალიზება“ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების აღდგენას. თურქეთის პრეზიდენტს არ დაუსახელებია შეხვედრის კონკრეტული ადგილი და თარიღი. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტს სოჭში „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ სასაუბროდ შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიზანი შეთანხმების აღდგენა იყო, თუმცა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)