09:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 18:23:15, 993 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - G20-ის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

„დიდი ოცეულის“ (G20) დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, რუსეთის ფედერაცია სამიტიდან იზოლირებული გამოვიდა.

„დიდი ოცეულის“ შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. დღეს „დიდი ოცეულის“ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ომს გმობს“,- განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ სამიტზე შეთანხმებულ დეკლარაციას აკრიტიკებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში განცხადება და დეკლარაციის ტექსტის წითელად ჩასწორებული ვერსია გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ G20-ს საამაყო არაფერი აქვს.

G20-ის ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია გუშინ, 9 სექტემბერს შეათანხმეს. დეკლარაციაში არ არის საუბარი უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობაზე. დოკუმენტის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ომმა და ძალადობამ ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics