09:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 17:23:04, 728 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ

მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაა ინდოეთში, G20-ის სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებასა და მათზე თავდასხმას ახდენს, რაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

"მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის დეფიციტს განიცდის. უკრაინაზე თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ. სამარცხვინოა, რომ რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" დატოვების შემდეგ უკრაინული პორტების ბლოკირებას ახდენს და მათზე თავდასხმას ახორციელებს. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა მიშელმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics