|
2023-09-06 17:43:25, 832 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთის თავდაცვა - რუსეთის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანჯელ ტილვარმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუმინეთი მეტ სიფხიზლეს გამოიჩენს, საქმეში ჩაერთვება მეტი სადამკვირვებლო პუნქტი და საპატრულო რაზმი. „ჩვენ ვხედავთ, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა რუსული თავდასხმების სერია, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურისა და საცავების წინააღმდეგ. ვფიქრობ, მეტი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ გვექნება მეტი სადამკვირვებლო პუნქტი, მეტი პატრული გვეყოლება“, - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 4 სექტემბერს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინულ პორტებზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)