|
2023-09-04 19:52:07, 853 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა, რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი
რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გააცოცხლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „მინდა, გავიმეორო ჩვენი პრინციპული პოზიცია: ჩვენ მზად ვიქნებით, განვიხილოთ მარცვლეულის გარიგების აღორძინების შესაძლებლობა, ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს და ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი შესრულდება ყველა შეთანხმება რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ჩვენ ახლოს ვართ აფრიკის ექვს სახელმწიფოსთან შეთანხმების დასრულებასთან, სადაც ვაპირებთ საკვების უფასოდ მიწოდებას და თუნდაც უფასო ლოგისტიკის განხორციელებას ამ ტვირთის მიწოდებისთვის. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, მიწოდება უახლოეს ორ კვირაში დაიწყება. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაძლიეროთ ინიციატივები, როგორც თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს, დავუბრუნდეთ შავი ზღვის ინიციატივას და მივაწოდოთ მარცვლეული უღარიბეს ქვეყნებს თურქეთთან და კატართან ერთად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)