10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 16:54:26, 844 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ კომპანიები PepsiCo და Mars-ი „ომის სპონსორებად“ გამოაცხადა

უკრაინის კორუფციის აღკვეთის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიები PepsiCo და Mars-ი „ომის საერთაშორისო სპონსორების“ სიაში შეიყვანა.

როგორც უკრაინის კორუფციის აღკვეთის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, ბიზნესის შემცირებისა და წარმოების შეჩერების შესახებ განცხადებების მიუხედავად, ეს კომპანიები რუსეთში მუშაობას აგრძელებენ და იხდიან გადასახადებს, რითაც რუსეთის ეკონომიკას აძლიერებენ.

PepsiCo-ს შემოსავალმა 2022 წელს 2,59 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 115 მილიონი დოლარი რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით შეიტანეს, რაც შეეხება კომპანია Mars-ს 2022 წელს მისმა შემოსავლებმა 2,45 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით კომპანიამ 93 მილიონი დოლარი შეიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics