|
2023-08-25 11:18:35, 529 ნახვა
საზოგადოება
ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს - საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორი „საქართველოს ბანკია“
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ თამაშს 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველობისთვის 12 კალათბურთელი იბრძოლებს. შემადგენლობა ასე გამოიყურება:
იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში, 26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)