13:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 12:49:06, 664 ნახვა

საზოგადოება
2023 წელს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, სახელმწიფო პროგრამით, 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა

2023 წელს, განვლილი 7 თვის განმავლობაში, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, სახელმწიფო პროგრამით, 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციები ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად, 100%-ით ფინანსდება.

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. პროექტის მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროგრამის ფარგლებში, პირველ წელს, 22 ადამიანის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, 2 495 000 ლარით დაფინანსდა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისსა და აჭარაში რეგისტრირებული პირების გარდა, რადგან მათთვის, ამავე სერვისს, თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია და მას სრულად ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც მოიცავს როგორც უშუალოდ გადანერგვას, ისე მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს“,- აღნისნულია ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics