14:47 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 12:53:52, 585 ნახვა

საზოგადოება
აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

„ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება და ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე მივიღეთ კანონი აკვაკულტურის  შესახებ და შევიმუშავეთ ნორმატიული ბაზა, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიან განვითარებას. ქვეყანას აქვს რესურსი როგორც მტკნარი წყლის, ასევე საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის განვითარების. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის კუთხით, აკვაკულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი  როლი შეასრულოს, ამასთან  მას კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

როგორც შეხვედრაზე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევისთვის, ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის მდგრად განვითარებას. 

შეხვედრაზე დარგში არსებული საკანონმდებლო სიახლეები, აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, ყველა ჩართული მხარის (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ბიზნესი) აქტიური თანამშრომლობის და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის,  მისი მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს. 

შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და რეგიონის თევზის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics