17:14 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 09:34:43, 858 ნახვა

მსოფლიო
მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაღუპულია 27 ადამიანი [ვიდეო]

რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა "რია ნოვოსტი" დაღესტნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. 

შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 70-ს აჭარბებს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია 65 ადამიანი, მათ შორის არის 11 ბავშვი.

როგორც "რია ნოვოსტი" წერს, აფეთქების შედეგად დაშავებულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური თვითმფრინავით, მოსკოვის საავადმყოფოებში გადაიყვანენ. დაჭრილების სამედიცინო დახმარების ორგანიზებისთვის კი, დაღესტანში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ვიქტორ ფისენკო ჩაფრინდა.

აფეთქების შედეგად ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაღესტანში 15 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics