|
2015-02-10 11:38:37, 594 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოება ელექტრონული გახდა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთი ახალი პროექტი - ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრიდან აცნობეს, პროგრამა სრულად ასახავს სააგენტოში მოქალაქის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და სასამართლოში გასაჩივრებული საქმის წარმოების პროცესს. მასში თავს იყრის ყველა საჩივარი და ამ საჩივრებთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი, სასამართლოში გასაჩივრებული საქმე და აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. ახალი პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთიან და სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის მოსარჩელის, მოპასუხის, დავის საგნისა და სასამართლო განხილვების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ საქმეს ელექტრონულ ფორმატში თან ერთვის სარჩელი და ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ახალი პროგრამის დახმარებით მონაცემები ყველა ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურიდან ცენტრალიზებულად თავს ერთიან მონაცემთა ბაზაში იყრის, მათი აღრიცხვა და სისტემატიზაცია კი ელექტრონულად ხდება, რაც სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასაც ამარტივებს. „ახალი პროგრამა ელექტრონული მმართველობის დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო დაიხვეწოს სააგენტოს შიდა მმართველობითი საქმიანობა და ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლო საქმის წარმოების აღრიცხვა-სისტემატიზაციის პროცესი, სრულყოფილი ინფორმაცია მივიღოთ დავების, მათი შედეგებისა და მიზეზების შესახებ. ეს მონაცემები სამომავლოდ არსებული ხარვეზების გამოსწორების კუთხით მნიშვნელოვნად დაგვეხმარება. პროგრამა გააუმჯობესებს და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს შიდა ორგანიზაციულ პროცესებს“, - აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე. პროგრამა ეტაპობრივად სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურში ამოქმედდება.
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)