|
2026-04-10 13:04:31, 8687 ნახვა
პოლიტიკა
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად გამოხატა თავისი უკმაყოფილება NATO-ელი მოკავშირეების მიმართ. გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ დახურულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს შეურაცხყოფა მიაყენა. Politico-ს თანახმად, დონალდ ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ განიხილავს შურისძიებას, თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობდა. ევროპელი ოფიციალური პირები გამოცემასთან ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამოიყენა, როგორც ადგილი, სადაც საკუთარი გაღიზიანება გამოხატა ევროპის უარის გამო, მონაწილეობა მიეღო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში. ამავე ორი წყაროსა და მესამე ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე მყოფებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ სურდა მოკავშირეებისგან კონკრეტული ქმედებები, რათა ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე კვლავ გაიხსნას, თუმცა თუმცა თეთრი სახლის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მარკ რუტესთან საუბრისას ნატოსთვის არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია. NATO-ს სპიკერმა ალისონ ჰარტმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის "ძალიან გულახდილი საუბარი" შედგა, თუმცა უარყო ინფორმაცია, რომ შეხვედრა ცუდად დასრულდა და მას "კონსტრუქციული" უწოდა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Politico-ს ასევე უთხრა, რომ მიუხედავად დაძაბული შეხვედრის შთაბეჭდილებისა, მარკ რუტეს ვიზიტი დროული იყო, რადგან დონალდ ტრამპს შესაძლებლობა მიეცა, ემოციებისგან დაცლილიყო. მან თქვა, რომ დონალდ ტრამპის პოსტები Truth Social-ზე ზოგადი ხასიათის იყო და კონკრეტულ სანქციებს და NATO-დან გასვლის განხილვებს არ მოიცავდა. 8 აპრილს თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობას განიხილავს. დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა NATO-ს წევრი იმ სახელმწიფოებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უარით, ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობებში ლიდერობის აღებასა და მისი უსაფრთხოების დაცვაში ჩართვაზე. დონალდ ტრამპმა ისინი ბრჭყალებში - მოკავშირეებად მოიხსენია და ამასთან, მან NATO-ელ პარტნიორებს "ლაჩრები" უწოდა.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)