21:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 09:26:43, 791 ნახვა

საზოგადოება
დღეს საქართველოში გლოვის დღეა

რაჭაში, ონის მუნიცაპლიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სახელმწიფო დროშებია ასევე დაშვებული პარლამენტისა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics