20:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 15:26:18, 1024 ნახვა

მსოფლიო
მედია - მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან 45 პირი გააძევა, პერსონალი თითქმის 60 კაცით შემცირდა

მოლდოვის მთავრობის განცხადებით, კიშინიოვში რუსეთის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატების, ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პრემიერ-მინისტრზე, დორინ რეჩანიზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეჩანის განცხადებით, დიპლომატების რაოდენობა 10-მდე, ხოლო ტექნიკური პერსონალის რიცხვი 15-მდე მცირდება.

"ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც კიშინიოვის ხელისუფლებამ დღეს დილით აცნობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში",- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მოგვიანებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და 27 ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლის გაძევების შესახებ. ჯამში, მოლდოვა რუსეთის საელჩოს 45-მა თანამშრომელმა უნდა დატოვოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics