|
2023-07-25 17:11:41, 1159 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაიზარდა
რუსეთის ფედერაციის დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარში გაწვევის ასაკობრივი ზღვარი 30 წლამდე იზრდება, ქვედა ზღვარი კი უცვლელი - 18 წელი რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო ავრცელებს. ახალი კანონი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და შესაბამისად, მომდევნო საგაზაფხულო გაწვევაზე გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივით, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია, ჯარში გაწვევის მაქსიმალურ ზღვარად 30 წლის ასაკის შემოღებასთან ერთად, მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 21 წლამდე გაზრდასაც ითვალისწინებდა. კანონპროექტის აღნიშნულ ვერსიას დუმამ პირველი მოსმენით მხარი ივნისში დაუჭირა, თუმცა გასულ პარასკევს საკანონმდებლო ინიციატივაში შევიდა მოულოდნელი ცვლილება, რომლის თანახმადაც, რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკის ქვედა ზღვარი 21 წლამდე არ გაიზრდება. ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის ფედერაციაში, ჯარში გაწვევის ზედა ზღვარი 27 წელი იყო.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)