|
2023-07-24 09:31:01, 1011 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა [ვიდეო]
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინული მედია Telegram-არხებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შეტევისას თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა დაზიანდა, ერთი დრონი კი, ლიხაჩოვის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში ჩამოვარდა. იერიშის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომაც. "24 ივლისის დილას იყო კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ორი უპილოტო საფრენი აპარატით ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე. უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვაგდეთ",- აცხადებენ უწყებაში. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, იერიშს "სერიოზული ზიანი" არ მოჰყოლია. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ამ დროისთვის კომსომოლსკისა და ლიხაჩოვის გამზირებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე FSB-სა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)