|
2023-07-23 22:36:47, 1299 ნახვა
მსოფლიო
ნატო შავ ზღვაზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გადაუდებელ სხდომაზე განიხილავს
ნატო-უკრაინის საბჭო შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე 26 ივლისს საგანგებო სხდომაზე განიხილავს. ღონისძიება ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თხოვნით მოიწვია. შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება, იუწყება ტელეარხი RTBF კავშირის ოფიციალურ წარმომადგენელ ოანა ლუნგესკუზე დაყრდნობით. ეს იქნება საბჭოს პირველი სხდომა, რომლის შექმნა 12 ივლისს ვილნიუსში გაერთიანების სამიტზე გამოცხადდა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან 17 ივლისს რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის მარცვლეულის შეთანხმების დასრულების შემდეგ შეწყდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ დაუბრუნდება შეთანხმებას, სანამ არ შესრულდება მისი პირობები, მათ შორის ტოლიატი-ოდესა ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის აღდგენა. კიევმა განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამისი ინიციატივები ანკარასა და გაეროს გაუგზავნა. მისი თქმით, გაერო-ს და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ კვების დერეფნის ფუნქციონირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)