|
2023-07-22 13:13:21, 1205 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - გირკინის დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილებას გამოიწვევს
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის და ბლოგერის, იგორ გირკინის დაკავება რუსეთის ჯარში უკმაყოფილების მაპროვოცირებელი გარემოება შეიძლება გახდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, გირკინის დაკავება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკასთანაა დაკავშირებული. „მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილება აღაშფოთებს ბლოგერის მიმდევრებს - სამხედრო სამსახურის წევზებს, რომლებიც გირკინს გამჭრიახ სამხედრო ანალიტიკოსად და პატრიოტად თვლიან... გირკინი დიდი ხანი აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ ბოლო დროს ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და მისი ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგ პირდაპირ კრიტიკაში გადაიზარდა“,- აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) გუშინ, 21 ივლისს დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)