|
2023-07-21 17:31:23, 1029 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში იგორ გირკინი დააკავეს
მოსკოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას RBC.RU უსაფრთხოების სამსახურის ორ წყაროსა და დაკავებულის ადვოკატზე, ალექსანდრე მოლოხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გირკინი საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც RBC.RU წერს, წინასწარი ინფორმაციით, დაკავება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნით მოხდა. გირკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით მისმა ცოლმა, მიროსლავა რეგინსკაიამაც დაადასტურა. რეგინსკაიამ გირკინის Telegram-ზე გაავრცელა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალს ექსტრემიზმში სდებენ. "დღეს, 11:30 საათზე საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ჩვენს სახლში მოვიდნენ. მე სახლში არ ვიყავი ამ დროს. მალე, კონსიერჟის ცნობით, მათ ჩემი ქმარი გარეთ გამოიყვანეს და იარაღის დამიზნებით წაიყვანეს უცნობი მიმართულებით. მეგობრებისგან მოვახერხე გამეგო, რომ ჩემი ქმარი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით (ექსტრემიზმი)",- წერს რეგინსკაია სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)