|
2023-07-21 10:33:39, 854 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საელჩო სანქციებზე - ვაშინგტონის ქმედებები ადასტურებს, რომ მოსკოვის კურსი გამართლებულია
აშშ-ის დესტრუქციული ქმედებები ადასტურებს, რომ რუსეთის კურსი, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, გამართლებულია,- ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის საელჩო შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს. როგორც საელჩოში აცხადებენ, "რეპრესიების ახალი რაუნდი" მიზნად ისახავს შიდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის პოტენციალის შეზღუდვას. "მნიშვნელოვანია, რომ რეპრესიების ახალი რაუნდი მიზნად ისახავს შიდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის პოტენციალის შეზღუდვას, ასევე საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის გართულებას. თეთრი სახლის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ ადასტურებს, რომ რუსეთის კურსი, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, გამართლებულია“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)