|
2023-07-20 16:30:56, 1099 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს 6 თვით გაახანგრძლივებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ინფორმაციაში ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გაგრძელებასთანაა დაკავშირებული. "დღეს, 20 ივლისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით, ანუ 2024 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივოს. სანქციები პირველად 2014 წელს შემოვიღეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ რუსული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ. 2022 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის პასუხად სანქციები გავახანგრძლივეთ და ამას გავაგრძელებთ ისინი ამჟამად შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, რომელიც მოიცავს შეზღუდვას ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების ნივთებზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)