21:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 16:53:12, 927 ნახვა

მსოფლიო
Reuters - პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე დასასწრებად აღარ ჩავა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს აღარ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

"ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს",- წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, მისი სამხრეთ აფრიკაში ჩავლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების თავიდან არიდების მიზნით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთს სთხოვა, რომ პრეზიდენტის მაგივრად ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წარედგინა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics