11:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 15:22:36, 623 ნახვა

საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო 105 ორგანიზაცია მონაწილეობდა. ორგანიზაციებმა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმზე მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს უწყებაში არსებული სხვადსხვა მიმართულების ვაკანსიები გააცნო.

„სააგენტოში მოთხოვნაა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიების,  სატყეო საქმის, გარემოს დაცვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტებზე, ასევე, საინჟინრო გეოდეზისტებზე, გეოგრაფებზე, ნიადაგმცოდნეებსა და აგრონომებზე.

დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სააგენტოს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს სტრუქტურაზე, საქმიანობაზე, ამოცანებზე და ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებზე, სამუშაოს აღწერილობასა და  ფუნქცია-მოვალეობებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics