12:32 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 09:51:29, 826 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ ჰამბურგში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება B2B ფორმატში გაიმართა და მას ღვინის  მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი ჯანეტ შუმანი (Janet Schumann) უძღვებოდა.

„დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დასახელების სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო; გაიმართა ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის გაყიდვების სფეროს 100-მდე წარმომადგენლისთვის.

გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics