14:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 16:01:39, 697 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 66 ოჯახს გადასცა. მათგან 56 ოჯახი სამგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო 10 - კრწანისის რაიონში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები ამ ოჯახებს სიმბოლურ 1 ლარად გადაეცათ.

„დღეს 66 ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ქალაქის მერისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის. ეს პროგრამა 2017 წელს დავიწყეთ და ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული პროგრამის მოგვარებაში მოქალაქეებს დავეხმარებოდით. დღეის მდგომარეობით 3000-მდე ოჯახი გვყავს დაკმაყოფილებული, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა. ცხადია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აწუხებს ეს საკითხი. მათ უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. ჩვენი თანამშრომლები ყველანაირად დაეხმარებიან და აუხსნიან, თუ რა საბუთებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფართების დაკანონება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics