15:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 12:10:20, 601 ნახვა

საზოგადოება
რა? სად? როდის? ზაფხულის სერია იწყება

ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? ურთიერთპარტნიორობა გრძელდება და ბანკი უკვე მეთერთმეტე წელია, კვლავ დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკს ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით.

24 ივნისიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის ზაფხულის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება.

შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკი ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს  გადაეცემა. 

„ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ მესამე ათწლეულია ინარჩუნებს პოპულარობას ტელემაყურებელში. პროექტი წელს რიგით 21-ე სეზონს სთავაზობს მაყურებელს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია ქართულ ტელესივრცეში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ პარტნიორ ბაზისბანკს მეგობრობისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად უკვე მეორე ათწლეულია მედგრად იცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს”, - ამბობს პროექტის წამყვანი გიორგი მოსიძე.

„ელიტარული ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ გამორჩეული პროექტია ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ კვლავაც ერთგულად დავიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. კითხვის ავტორებისთვის კი სასიამოვნო სიახლე გვაქვს, თითოეული გამარჯვებული ტელემაყურებელი 24 ივნისიდან, მიიღებს გაზრდილ ფულად ჯილდოს, 800 ლარის ოდენობით.  დარწმუნებული ვარ, ზაფხულის სერია ტრადიციულად ძალიან საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს ტელემაყურებელს“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics