19:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 15:28:12, 608 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება გრძელდება

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება 2023 წლის 28 ივნისის ჩათვლით გრძელდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს.

„I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები:

1. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 17  აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში.

2. აბიტურიენტები, რომლებიც 2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში.

3. აბიტურიენტები, რომლებიც  2023 წლის 29 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას.  

II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:  

უცხო ენა   

ქართული ენა და ლიტერატურა

 მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება (მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით)

საბუთების მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე:

ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. 

საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics