22:35 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 16:22:52, 605 ნახვა

საზოგადოება
თამილა ბარკალაია და მერი მაღლაფერიძე უზბეკეთის დელეგაციის წარომადგენლებს შეხვდნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე უზბეკეთის პრეზიდენტთან არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში არსებულ სოციალური დაცვის სისტემას, ამ სფეროში გატარებულ რეფორმებს და გამოცდილებას გაეცნო. ადგილზე მოინახულეს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, თამილა ბარკალაიამ შეხვედრისას ქვეყანაში სოციალური მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

„ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა, სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ  და  მიმდინარე პროექტებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ცალკეული თემები, მათ შორის სოციალური მუშაობა, სააგენტოში პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დეინსიტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, ბავშვის მიმართ ძალადობა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ფუნქციონირება, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისები.

გამართულ შეხვედრას უზბეკეთის ელჩი საქართველოში ბახრომ აშრაფხანოვი, საქართველოს ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი, უზბეკეთში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics