23:39 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 16:40:46, 625 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, სახალხო დამცველ, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვდა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ.

„ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამახვილდა.

ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით მუდმივად ხდება თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

გაიმართა მსჯელობა არასამთავრობო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics