00:40 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 14:09:14, 922 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფლება მიშას“ - კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება მიშას“ - კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

"დღეს მიხეილ სააკაშვილს ციხეში ამყოფებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა შეძლო და შეებრძოლა რუსულ ბოროტების იმპერიას, ციხეში ამყოფებენ იმიტომ, რომ 2008 წელს ის არ გაიქცა ამ ქვეყნიდან და არ დატოვა სრულიად საქართველო რუსებთან პირისპირ და არ ააფრიალებინა რუსებს რუსული დროშა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ იმიტომ, რომ პირველი იყო ეს ადამიანი, ვინც გამოვიდა და პარლამენტის წინ აღმართა ევროკავშირის დროშა და თქვა "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა.

დიახ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჰყავთ იმის გამო, რომ მან კორმპურებული პოლიციიდან შექმნა თანამედროვე და ქართული პოლიცია, დაშლილი ჯარიდან, რომელიც აღარ არსებობდა ფაქტიურად, შექმნა თანამედროვე ქართული ჯარი", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics