01:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 12:01:20, 793 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიშ დაავადებებისა და პარაზიტოლოგიის კვლევის მეთოდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუმრებმა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი მზად არის საერთაშორისო დონის კვლევების საფუძველზე გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა ვეტერინარიის სფეროს წარმომადგენლებთან", - განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics