01:34 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 09:06:35, 1039 ნახვა

საზოგადოება
რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ შენდეროვიჩის პროდიუსერმა გამოცემა NEWSGEORGIA-ს განუცხადა.

გამოცემის ცნობით, ვიქტორ შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან, ისრაელის პასპორტით გაფრინდა, თუმცა თბილისის აეროპორტიდან უკან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს.

"უარი მითხრეს შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე" - წერია შენდეროვიჩის კომენტარში.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. გასული წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს.

13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. 29 მარტს, საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს. 

19 აპრილს, საქართველოში რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი არ შემოუშვეს. 10 მაისს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და სისტემატიურ წამებას ექვემდებარებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics