04:47 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 14:51:56, 715 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

ბაქოში გამართული საერთაშორისო გამოფენის CASPIAN AGRO 2023 ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრ მეჯნუნ მამედოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსსასაზღვრო დაავადებების საკითხი  განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის ლაბორატორიული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, ვიმსჯელეთ გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე. 2014 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აზერბაიჯანის მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობენ ერთობლივი კვლევითი საქმიანობების წარმოების მიზნით. ბოლო პერიოდში, ჩვენს ცენტრში ახალი კვლევები ჩატარდა, რომლის შედეგების გაზიარება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის სფეროში არაერთი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, „ერთიანი ჯანმრთელობის“ კონცეფციის ფარგლებში ჩამოყალიბებულია აბრეშუმის დიდი გზის ბიოზედამხედველობის ქსელი - BNSR





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics