05:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 12:32:00, 663 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით, დელეგაციის წევრებს ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარია ამპარო გარციამ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მადრიდში გამართულ უმსხვილეს სამხედრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ,,FEINDEF – 23’’ დაესწრო, სადაც როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics