|
2023-05-22 13:29:32, 603 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა
ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან 100 წელი გავიდა. ამ ისტორიული თარიღისა და დახვრეტილი მამულიშვილებისადმი პატივის მიგების მიზნით, ვაკის პარკში, სადაც ისინი დახვრიტეს, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით, თბილისის მერიამ მემორიალური კუთხე მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, კუთხეში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვაჯვარი და სასანთლე. დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკო მემორიალური კუთხე. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სივრცე გაკეთდა იმისთვის, მომავალმა თაობებმა იცოდნენ იმ გმირების შესახებ, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „100 წელი გავიდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან. ეს ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ჩვენ, ცხადია, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ დღესაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისთვის. დღეიდან, ვაკის პარკში არსებობს სივრცე, სადაც შესაძლებელია ამ გმირებს მივაგოთ პატივი. ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ საქართველოში, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფალ, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა თბილისის მერმა. “ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილ წევრთა შთამომავლები. მემორიალური კუთხე და ქვაჯვარი სასულიერო პირმა აკურთხა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)