2023-05-22 11:14:17, 715 ნახვა
საზოგადოება
ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა
ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ცოფი ძაღლს დაუდასტურდა.
"დაუდასტურდა, სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა. აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე",- წერს ლაჭყეპიანი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,