2023-05-21 13:30:37, 906 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან.
როგორც უწყება წერს, ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,