2023-05-18 19:27:50, 900 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
კასპის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსტიმირებული მსვლელობა ამჯერად სოფელ ნოსტეში, ქართლის დიდი მოურავის კოშკის მიმდებარედ გაიმართა.
მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები და მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“.
ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),